“ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის მისაღწევად აუცილებელია იმ რეფორმების განხორციელება, რომელიც მაქსიმალურად ხელს შეუწყობს ბიზნესის შემდგომ განვითარებას”

საქართველოს პარლამენტში კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე  სიტყვით გამოსვლისას მამუკა ბახტაძემ ხაზი გაუსვა იმ გარემოებას,  რომ ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან მუდმივი კომუნიკაცია იქნება და მათთან ერთად მოხდება ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი რეფორმების დაგეგმვა.

“გასული ერთი თვის განმავლობაში, ჩვენ არაერთი შეხვედრა გავმართეთ და ამ ეტაპზე დაგეგმილია რეფორმები შემდეგი ძირითადი მიმართულებით: საგადასახადო ზედმეტობების ავტომატური დაბრუნება, საბაჟო სერვისების დიგიტალიზაცია, On-line საგადასახადო რეზიდენტობა და კაპიტალის ბაზრის განვითარება”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

აღსანიშნავია, რომ სტაბილური ადგილობრივი კაპიტალის ბაზარი, თავის მხრივ, შეამცირებს მერყეობებს ეკონომიკაში და გაზრდის მის ეფექტურობას, -“საქართველოში კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია ეფექტიანი, ინოვაციური და ქვეყნის გრძელვადიანი ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის შესაბამისი გარემოს შექმნა”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები