ირაკლი ღარიბაშვილმა „გოგნის კარუგდებლის“ მშენებარე ტაძარი დაათვალიერა

   საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თერჯოლის რაიონის სოფელ გოგნში ტაძრამდე მისასვლელი რეაბილიტირებული გზა დაწმინდა გიორგის სახელობის „გოგნის კარუგდებლის“ მშენებარე ტაძარი დაათვალიერა.
საქართველოს მთავრობის მეთაურმა მიმდინარე სამუშაოების შესახებ ინფორმაცია იმერეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულ ზაზა მეფარიშვილისა და ტყიბულისა და თერჯოლის ეპარქიის მიტროპოლიტ გიორგისგან მიიღო.
მიტროპოლიტმა გიორგიმ პრემიერს განუმარტა, რომ გოგნის ტაძარში ყოველწლიურად გიორგობის დღესასწაულზე ათი ათასობით ადამიანი მიდის და მათთვის ტაძართან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია მნიშვნელოვანია.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა,ინფრასტრუქტურული პროექტები მთელი ქვეყნის მასშტაბით გეგმაზომიერად მიმდინარეობს, რაც გზების პრობლემას უახლოეს მომავალში მთლიანად მოაგვარებს.
სოფელ გოგნამდე მისასვლელი გზის ბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები მიმდინარე წელს დაიწყო და 6 მაისს, გიორგობის დღესასწაულზე დასრულდება. პროექტს რეგიონული განვითარების ფონდი აფინანსებს და მისი ღირებულება 344 851 ლარია.
წმინდა გიორგის სახელობის „გოგნის კარუგდებლის“ მშენებარე ტაძარში კი, რომელიც ქვეყნის კულტურულ მემკვიდრეობას წარმოადგენს, ამ ეტაპზე მოჩუქურთმების სამუშაოები მიმდინარეობს. ტაძრის ეზოს კეთილმოწყობისთვის ინფრასტრუქტურისსამინისტრო 490 ათას ლარს გამოყოფს, ადგილობრივი ბიუჯეტი კი განსახორციელებელ სამუშაოებს 650 ათასი ლარით დააფინანსებს.

1907627_644354198988993_3475956278900566887_n 10155635_644354032322343_7868238730339030913_n 10275961_644354398988973_5940379594462386476_n 10339719_644354345655645_1098599758701678868_n10173668_644354182322328_4914695693262799753_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები