„ეფ ეს ბე“-ს დირექტორი: ტერორისტები „ავტონომიურ ჯიჰადზე“ გადადიან

საერთაშორისო ტერორისტები, ერაყსა და სირიაში მარცხის შემდეგ, გადაჯგუფებას ახდენენ და ახლო აღმოსავლეთის საზღვრებს გარეთ მიემართებიან. ამის შესახებ „ეფ ეს ბე“-ს დირექტორმა ალექსანდრე ბორტნიკოვმა ისაუბრა.
„ბანდიტების შემჭიდროების მთავარ ცენტრად ავღანეთი ყალიბდება, სადაც უკვე არსებობს ე.წ „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციები და საიდანაც ბოევიკები „ეს ენ გე“-ს ქვეყნებში შეღწევას ახერხებენ.“- განაცხადა ბორტნიკოვმა.
„ეფ ეს ბე“-ს ხელმძღვანელის თქმით, ბოევიკები ტაქტიკას ცვლიან: დაჯგუფებების ლიდერები თავიანთ ლიდერებს „ავტონომიურ ჯიჰადზე“ გადასვლის დავალებას აძლევენ. ბორტნიკოვმა აღნიშნა, რომ „ეს ენ გე“-ს ქვეყნების უსაფრთხოების ორგანოებმა გადაკეტეს იმ რეკრუტების გადაყვანის 11 არხი, რომლებიც სირიაში, ტერორისტების მხარეზე ბრძოლას გეგმავდნენ. სპეცსამსახურებმა ასევე ამ ორგანიზაციაში შემავალი ქვეყნების დიპლომატიურ წარმომადგენლობებზე თავდასხმები აღკვეთეს. ამას გარდა, ძალოვნებმა არ დაუშვეს რუსეთსა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში ტერაქტების განხორციელება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები