აჭარაში, 17 წლის მოზარდმა სანადირო თოფით თვითდაზიანება მიიყენა

აჭარაში, ხელვაჩაურელი 17 წლის მოზარდი, რომელმაც არსებული ინფორმაციით, თვითდაზიანება თავის არეში მიიყენა, საავადმყოფოში გადაიყვანეს.
არსებული ინფორმაციით, მოზარდს ჭრილობები სანადირო თოფით აქვს მიყენებული. შემთხვევა გუშინ მოხდა.
17 წლის მოზარდს, საავადმყოფოში უკვე ჩაუტარდა ოპერაცია, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარება მძიმეა.
როგორც „კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით, რაც გულისხმობს თვითდაზიანებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები