ეკა ბესელია: მმართველ გუნდში არანაირი დაპირისპირება არ არის
მმართველ გუნდში არანაირი დაპირისპირება არ არის, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა ეკა ბესელიამ განაცხადა.
“მმართველ გუნდში არანაირი დაპირისპირება არ არის. თქვენ თუ აკვირდებით, აზრთა სხვადასხვაობა, რომელიც თემატურად სხვადასხვა საკითხზე ისმის ხოლმე მმართველი გუნდიდან, შესაძლებელია იყოს განსხვავებული და უჩვეულო, რადგან ”ნაციონალური მოძრაობის” პერიოდში არ ვიყავით შეჩვეული პარტიიდან განახვავებული მოსაზრებების მოსმენას. ჩვენი გუნდიდან ისმის ხოლმე განსხვავებული მოსაზრებები, რაც დემოკრატიის ნაწილია, თუმცა, გადაწყვეტილებებს ვიღებთ გუნდურად”,- განაცხადა ბესელიამ.