“საზოგადოებრივი მაუწყებლის” დაფინანსების კუთხით, ევროპული დაფინანსების გზა უნდა გამოვნახოთ”

“სამომავლოდ, “საზოგადოებრივი მაუწყებლის” დაფინანსების მხრივ, უნდა ვიფიქროთ, რომ ევროპული დაფინანსების გზა გამოვნახოთ”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, გუგული მაღრაძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე, საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების საკითხზე საუბრისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, კანონპროექტის განხილვისას, დარგობრივმა ეკონომიკამ ორ საკითხს, _ სტარტაპის პრინციპს და კომერციულ რეკლამას არ დაუჭირა მხარი.
მისივე თქმით, “საზოგადოებრივი მაუწყებლის” შეფასებისას, კომერციულ ტელევიზიათან შედარება არ იქნება სწორი.
“სამომავლოდ, “საზოგადოებრივი მაუწყებლის” დაფინანსების მხრივ, უნდა ვიფიქროთ, რომ ევროპული დაფინანსების გზა გამოვნახოთ. დარგობრივმა ეკონომიკამ ორ საკითხს არ დაუჭირა მხარი. ეს იყო სტარტაპის პრინციპი, რომელიც არ ჯდება იმ კანონპროექტში, რომელიც მოითხოვა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა. ასევეა კომერციული რეკლამაც.
მისი ეფექტურობის შეფასებისას, კომერციულ ტელევიზიათან შედარება არ იქნება სწორი, რადგან ის ყველა ფენის მოთხოვნას უნდა აკმაყოფილებდეს, რასაც კომერციულ ტელევიზიას ვერ მოთხოვ. მთავარია, მაღალ ხარისხიანი იყოს”,-განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, გუგული მაღრაძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები