დავით შერაზადიშვილი კონფერენციას “ტურიზმი-ადგილობრივი განვითარებისთვის” დაესწრო
რეგიონებში ტურიზმის განვითარების მიზნით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით კონფერენცია გაიმართა სახელწოდებით „ტურიზმი – ადგილობრივი განვითარებისთვის.” კონფერენციის მიზანია ტურიზმის სფეროში ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობის გაღრმავება და საერთო პროექტების განხორციელება, ტურიზმის განვითარებას რეგიონებში, ინფრასტრუქტურის განვითარება, ტურისტული ადგილებისა და ტურიზმის სფეროში ადამიანური რესურსების განვითარების ხელშეწყობა.
ღონისძიებას 5 რეგიონის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ. კონფერეციაზე წარმოდგენილები იყვნენ მთის კურორტების განვითარების კომპანია და დაცული ტერიტორიების სააგენტო. კონფერენციის მონაწილეებმა პრეზენტაციების სახით საზოგადოებას დაგეგმილი პროექტები გააცნეს. კონფერენციის მონაწილეებს 2017 წლის ტურისტული მიმოხილვა, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ გააცნო.