საქსტატი – იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 8.8 პროცენტით გაიზარდა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 16 252.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 8.8 პროცენტით მეტია.
აქედან, საქსტატის ცნობით, ექსპორტი 4 448.0 მლნ. აშშ დოლარი იყო, ანუ გაიზარდა 6.7 პროცენტით, ხოლო იმპორტი 11 804.0 მლნ. აშშ დოლარი – ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა.
უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2025 წლის იანვარ-აგვისტოში 7 356.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 45.3 პროცენტია.