ირაკლი ქადაგიშვილი: მეორე ფრონტი დღის წესრიგიდან არ მოხსნილა

,,ქართული ოცნების” წევრი ირაკლი ქადაგიშვილი, საქართველოში “ჰექსოგენის” შემოტანის საქმეს ეხმაურება.

ქადაგიშვილის შეფასებით, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის საკითხი დღის წესრიგში ისევ დგას.

“ისინი აბსოლუტურად არ უწევენ საქართველოს ანგარიშს. არ აქვთ იმის განცდა, რომ საქართველო ამით შეიძლება დაზიანდეს, დარტყმის ქვეშ დადგეს. პირიქით, მაქსიმუმს აკეთებენ იმისთვის, რომ რამენაირად რუსეთის მხრიდან ახალი ზეწოლის ობიექტი გახდეს. ეს არის გამიზნული ქმედება, რომელიც თავის თავში გულისხმობს არა მხოლოდ იმ მიზნის მიღწევას, რაც აფეთქებას უნდა მოჰყოლოდა, არამედ ტრანზიტის შემთხვევაშიც კი, საქართველო კიდევ ერთხელ განხილული იყოს რუსეთისთვის, როგორც პოტენციური თავდასხმის ობიექტი. მეორე ფრონტი დღის წესრიგიდან არ მოხსნილა,” – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოში “ჰექსოგენის” შემოტანის საქმეზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გამოძიებას განაგრძობს. ოპერატიული მასალებით, ტროტილზე ბევრად ძლიერი ასაფეთქებელი ნივთიერების საბოლოო დანიშნულების ადგილი, თბილისი, ავლაბარში მდებარე სახლი იყო. დაკავებულის ჩვენების მიხედვით, მას “ჰექსოგენი” უკრაინის ტერიტორიაზე უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა გადასცეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები