თენგიზ შარმანაშვილი გიორგი გახარიაზე: არაფერი გამიკვირდება მისი მხრიდან

პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თენგიზ შარმანაშვილი გიორგი გახარიასთან დაკავშირებით “კურიერი P.S.-ის” ინფორმაციას გამოეხმაურა.

“მე არაფერი არ გამიკვირდება მისი მხრიდან. მან იმდენი ცუდი რამ გააკეთა საქართველოსთვის, სათავისოდ და კანონის დარღვევით თუ რამეს გააკეთებს, არ გამიკვირდება,” – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

ცნობისთვის, საკითხი ეხება ,,კურიერი P.S.-ის” ინფორმაციას, რომელიც გიორგი გახარიას, მის გადაწყვეტილებებსა და ქონებას ეხება. მოპოვებულ დოკუმენტებში საუბარია ექსპრემიერისა და მისი ოჯახის შემოსავლებზე, ქონებრივ დეკლარაციებსა და პანდემიის დროს დაწესებული შეზღუდვებისგან თავის არიდების ფაქტებზე.

ირკვევა, რომ გახარიას ოჯახმა, პარიზში ბინა დაახლოებით ნახევარ მილიონ ევროდ იყიდა. მოგვიანებით, ქონებრივ დეკლარაციებში გამოჩნდა ჩხოროწყუში მიწის ნაკვეთებიც, სახლები ამაღლების ქუჩასა და წავკისში კი, მოგვიანებით, ოფიციალურ დოკუმენტებში აღარ ფიქსირდება.
გიორგი გახარიასგან არაფერი გაუკვირდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები