მიხეილ სააკაშვილი დაკითხვაზე ამჯერად უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა დაიბარა

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მეხეილ სააკაშვილი მიმდინარე წლის 22 დეკემბერს დაკითხვაზე დაიბარა.

ამის შესახებ ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებთან სამსახურის წარმომადგენელმა განაცხადა.
როგორც ცნობილია, მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პროკურატურაში დაკითხვაზე დღეს მივიდა, სადაც განაცხადა, რომ მისი საქმე განსახილველად უკრაინის უსაფრთხოების სამსახურს უნდა გადაეცეს.
„როდესც ეს საქმე კანონიერად გადაეცემა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურს, მაშინ მე მოვალ და ჩვენებას მივცემ“, – განაცხადა სააკაშვილმა ჟურნალისტებისთვის მიცემულ ინტერვიუში.
აღნიშნული შინაარსის განცხადება გააკეთა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, რუსლან ჩერნოლუცკიმ და აღნიშნა, რომ კანონის თანახმად ეს საქმე ეკუთვნის უკრაინის უსაფრთხოების სამსახურს.
უკრაინის გენერალურ პროკურატურაში აცხადებენ, რომ სააკაშვილმა საგამოძიემო პროცეში ჩაშალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები