19 დეკემბერს სემეკი ელექტროენერგიის წარმოების ტარიფებს დაადგენს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ)19 დეკემბრის საჯარო სხდომაზე იმსჯელებს ელექტროენერგიის წარმოების ტარიფების დადგენაზე.
საჯარო სხდომაზე დადგინდება ჰიდროელექტროსადგურების – „ჟინვალჰესის“, „ლაჯანურჰესის“, „რიონჰესის“, „ძევრულჰესის“, „გუმათჰესების კასკადის“, შაორჰესის, „ვარდნილჰესების კასკადის“, „ენგურჰესის“ ელექტროენერგიის წარმოების ტარიფები.
გაგრძელდება მსჯელობა შპს „ჯიფაუერისთვის“, შპს „გარდაბნის თბოსადგურისთვის“, შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციისათვის“ და შპს „მტკვარი ენერჯისთვის“ გარანტირებული სიმძლავრის საფასურისა და გარანტირებული სიმძლავრის წყაროს ელექტროენერგიის წარმოების ტარიფების დადგენაზე.
ამავე სხდომაზე კომისია იმსჯელებს შპს „ენერგოტრანსისთვის“, სს „საქრუსენერგოსთვის“ ელექტროენერგიის გადაცემის ტარიფების დადგენაზე, ხოლო სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისათვის“ – ელექტროენერგიის გადაცემისა და დისპეტჩერიზაციის ტარიფების დადგენაზე.
სხდომა დაიწყება 11:00 საათზე. სხდომა საჯაროა და დასწრება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები