სავარაუდოდ, მამასთან კონფლიქტის გამო, მოსწავლე გოგონამ თვითდაზიანებები მიიყენა

ფოთში, მე – 11 საჯარო სკოლის მე-9 კლასელმა გოგონამ სხეულზე თვითდაზიანებები მიიყენა.
არსებული ინფორმაციით, მოზარდმა თვითდაზიანებები ზედა კიდურზე, სკოლაში მიიყენა.
მომხდარის შესახებ, თავადვე აცნობა სკოლის მანდატურს, რის შემდეგაც ადგილზე სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს.
არასრულწლოვანი გოგონა ფოთის საავადმყოფოში გადაიყვანეს. შესაბამისი სამედიცინო მკურნალობის შედეგად, მოზარდი სახლში გაწერეს.
რაც შეეხება მიზეზებს, სკოლის დირექტორის ინფორმაციით, გოგონამ მომხდარის მიზეზად, მამასთან მცირე კონფლიქტი დაასახელა. ამ ინფორმაციას ადასტურებს მოსწავლის დედაც და დასძენს, რომ ბავშვს მამასთან მცირე შელაპარაკება ჰქონდა.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები