ნათია მეზვრიშვილი: არასრულწლოვანთა შორის დანაშაული ბოლო წლების განმავლობაში მომატებული არ არის

ზოგადად, არასრულწლოვანთა შორის დანაშაული ბოლო წლების განმავლობაში მომატებული არ არის – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
შს მინისტრის მოადგილე, მთავარი პროკურატურის მიერ წარდგენილ სტატისტიკას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ დღეს ძირითად გამოწვევას 14 წლამდე პირების მიერ დანაშაულის ჩადენა წარმოადგენს, რაზეც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრებას მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს.
ნათია მეზვრიშვილი არ გამორიცხავს, უახლოეს დღეებში გარკვეული საკანონმდებლო ცვლილებები მომზადდეს, სადაც აქცენტი გადატანილი იქნება არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციაზე.
„ამ მიმართულებით უწყებათაშორისი კომისია გვაქვს შექმნილი, რომლის ფარგლებშიც ერთი მხრივ, რეფერირების მექანიზმის დახვეწაზე ვმუშაობთ და მეორე მხრივ, სკოლაში უსაფრთხო გარემოს შექმნასა და მანდატურების ინსტიტუტის ეფექტურობას ვაფასებთ. არ გამოვრიცხავთ, რომ უახლოეს დღეებში გარკვეული საკანონმდებლო ცვლილებები მომზადდეს, სადაც ჩვენი აქცენტი გადატანილი იქნება არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციაზე, ანუ პრევენციის მიმართულებით გავაქტიურდებით“, – განაცხადა შს მინისტრის მოადგილემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები