ირაკლი კობახიძე პოლონეთის საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პოლონეთის რესპუბლიკის საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებს შეხვდა.

მხარეებმა საქართველოსა და პოლონეთს შორის არსებულ მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობა, საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობა და კავშირების კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.

საუბარი, ასევე, საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს, ჩვენი ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებასა და რეგიონში არსებულ გამოწვევებს შეეხო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები