დიმიტრი ქუმსიშვილი “ევროკონტროლის” დირექტორატის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ევროპული ორგანიზაციის „ევროკონტროლის” (EUROCONTROL) დირექტორატის წარმომადგენლებს ადრიან ჰეერბარტს და მაურიციო რომანინის შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი “ევროკონტროლის” და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს “საქაერონავიგაციის” თანამშრომლობაზე წარიმართა, რომლის წევრიც საქართველო 2014 წელს გახდა.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ევროკონტროლში გაწევრიანების შემდეგ, საქართველოში ფრენების უსაფრთხოების ახალი სტანდარტი დამკვიდრდა. თანამშრომელთა გადამზადების მაღალი დონე, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა, საერთაშორისო სტანდარტების დაცვით აშენებული ახალი შენობები მეტ საშუალებას აძლევს სახელმწიფო კომპანიას „საქაერონავიგაციას”, შეასრულოს თავისი უმნიშვნელოვანესი მისია – დაიცვას ფრენის უსაფრთხოება საქართველოს საჰაერო სივრცეში. შეხვედრაზე აგრეთვე საუბარი წარიმართა „საქაერონავიგაციის” როლზე ისეთი ინიაციატივის განხორციელების ფარგლებში, როგორიცაა “ერთიანი ევროპული ცა”.

„ევროკონტროლის” მარშრუტების სააერნაოსნო მომსახურების ცენტრალური ოფისის (CRCO) დირექტორმა, “ერთიანი ევროპული ცის” პერსონალისა და ფინანსების დირექტორატის დირექტორმა ადრიან ჰეერბაარტიმ და ბიზნესის და ეკონომიკის განვითარების დეპარტამენტის უფროსმა მაურიციო რომანინიმ დადებითად შეაფასეს საქართველოს „ევროკონტროლში” გაწევრიანების შემდეგ, „საქაერონავიგაციის” 4-წლიანი მუშაობა და ისაუბრეს სამომავლო თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობებზე.

შეხვედრაზე მხარეებმა ასევე ისაუბრეს, 2018 წლის სექტემბერში, საქართველოში დაგეგმილი „ევროკონტროლის” გაფართოებული სხდომის ჩატარებაზე.

შეხვედრას დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილი და ამავე სამინისტროს შპს “საქაერონავიგაციის” გენერალური დირექტორი გოჩა მეზვრიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები