კახა თარგამაძე: სააკაშვილი ყველას დაუწვება, ვინც ფულს მისცემს, პოლიტიკური „პრასტიტუტკაა“

„სააკაშვილის ბოლო არის შუბლში ტყვია“, – ამ სათაურით გაზეთი „ასავალ-დასავალი“ დღევანდელ ნომერში საქართველოს შს ყოფილ მინისტრ კახა თარგამაძესთან ინტერვიუს აქვეყნებს.
კახა თარგამაძე გამოცემასთან უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე საუბრობს და ამბობს, რომ ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში დასავლეთის თამაშს „თამაშობს“.
ყოფილ მინისტრს მიაჩნია, რომ მიხეილ სააკაშვილი „პოლიტიკური პრასტიტუტკაა“, რაშიც დიდძალ ფულს ღებულობს.
„სააკაშვილს დასავლეთი იმისთვის იყენებს, რომ უკრაინაში სიტუაცია ბოლომდე გაამწვავოს, ხოლო პრეზიდენტი პოროშენკო აიძულონ, რუსეთთან საომარი მოქმედებები დაიწყოს! სულ ეს არის! მორჩა. რაში სჭირდებათ? უკრაინასა და რუსეთს შორის ისედაც გამწვავებულია ურთიერთობა, უბრალოდ, უკრაინა ვერ ბედავს იმას, რაც სააკაშვილმა 2008 წელს გაბედა და დღეს სწორედ ამ მისიით არის იქ მივლინებული. ხომ ხედავთ, რა გააკეთა კანადამ და ამერიკამ? უკრაინისთვის ლეტალური იარაღის მიწოდებაზე შეზღუდვა გააუქმეს. ამიერიდან შესაძლებელი იქნება ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის ექსპორტი. გარდა ამისა, გამოუყვეს ფული – 350 მილიონი. როგორ ფიქრობთ, ეს ყველაფერი იმისთვის კეთდება, რომ უკრაინაში დემოკრატია განვითარდეს?! ცხადია, არა?! მათი ამოცანაა რუსეთთან ურთიერთობა ბოლომდე დაიძაბოს და პროცესები საომარ მდგომარეობაში გადაიზარდოს. უკრაინაში პროცესებს ამერიკა მართავს. პოროშენკოც იმას აკეთებს, რასაც ეუბნებიან. ვინ წავა შტატების წინააღმდეგ?! რა, მაშინაც ამერიკა არ მართავდა სააკაშვილს, როცა ამ გიჟმა რუსეთის წინააღმდეგ ომი დაიწყო?! სააკაშვილი რომ ამერიკამ მოიყვანა ხელისუფლებაში, ეს უმცროსმა ბუშმაც დაადასტურა. მთელი მსოფლიოს გასაგონად, საჯაროდ თქვა – საქართველოში ფერადი რევოლუცია ჩვენ მოვაწყეთო. სამწუხაროდ, სანამ ხელისუფლებაში ვიყავი, ამ პროცესს ვეწინააღმდეგობოდი, ამიტომაც მერჩოდნენ და ბოლოს იძულებული გავხდი, თანამდებობა დამეტოვებინა.
კიდევ ერთხელ ვამბობ, მიხეილ სააკაშვილი დღესაც დასავლეთის თამაშს თამაშობს! თუმცა, ისიცაა, ვინც ფულს მისცემს, ყველას შეუძლია დაუწვეს. მოკლედ პოლიტიკური „პრასტიტუტკაა“! – აცხადებს კახა თარგამაძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები