უკრაინის პროკურატურა სააკაშვილს დაკითხვაზე მეორედ გამოიძახებს

სააკაშვილმა არ შეასრულა ეჭვმიტანილის სტატუსით გათვალისწინებული ვალდებულებები, ამიტომ მას დაკითხვაზე მეორედ გამოიძახებენ – ამის შესახებ პროკურორმა ალექსანდრე გოვორუშჩაკმა ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, თუ სააკაშვილი დაკითხვას მეორედაც ჩაშლის, გენერალური პროკურატურა კანონით გათვალისწინებულ ზომებს მიიღებს.
შეგახსენებთ, რომ დღეს სააკაშვილი მივიდა პროკურატურაში, შენობის ჰოლში ჟურნალისტებს გაესაუბრა, მაგრამ დაკითხვაზე უარი განაცხადა და შენობა დატოვა.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პროკურატურის შენობაში მივიდა, თუმცა, პროკურორთან დაკითხვაზე არ შევიდა. მიხიელ სააკაშვილი გამოძიებას უნდობლობას უცხადებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები