ხობში 70 წლის მამაკაცს ეძებენ
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შავღელეში დაკარგულ 70 წლის მამაკაცს ეძებენ. ზაურ ხურცია ბოლოს ახლობლის ოჯახში იმყოფებოდა, საიდანაც არაფხიზელ მდგომარეობაში გავიდა და ამის შემდეგ მისი კვალი დაიკარგა. ზაურ ხურცია სოფელ შავღელეში ქვიშის კარიერზე დარაჯად მუშაობდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარეობს საგამოძიებო და სამძებრო სამუშაოები.