უკრაინის საგარეო უწყება სააკაშვილის ექსტრადიციასთან დაკავშირებით საქართველოსთან კომუნიკაციას უარყოფს

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში ირწმუნებიან, რომ საქართველოსთან მიხეილ სააკაშვილის ექსტრადიციასთან დაკავშირებით, კომუნიკაცია არ ჰქონიათ, – ამის შესახებ უკრაინული მედია პორტალი „უნიანი“ იუწყება. გამოცემის კორესპოდენტის გადმოცემით, ამის შესახებ ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვასილი ბოდნარმა ისაუბრა.
„საგარეო საქმეთა სამინისტრო ნამდვილად არ აწარმოებს მოლაპარაკებას. საქართველო ჩემს კომპეტენციაშია, მაგრამ არანაირი კონტაქტები საგარეო საქმეთა სამინისტროს ხაზით არ ყოფილა.“ აცხადებს ბოდნარი. მან ასევე აღნიშნა, რომ თუკი ქართული მხარე შესაბამის დოკუმენტებს აგზავნის, მაშინ ის იუსტიციის სამინისტროს ხაზით, გენერალურ პროკურატურაში უნდა მიდიოდეს. „საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ პროცესში არ მონაწილეობს.“- ასევე განაცხადა დიპლომატმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები