ლევან ჯაფარიძე გოკა გაბაშვილს: მინდა გკითხო – მიშა ისევ მაგარია?!

„ფერებზე არ დაგვიწყია საუბარი. ჩვენ 9 წელზე არ დაგვიწყია საუბარი. მაქსიმალურად ცდილობს ჩვენი გუნდი და კახი კალაძე, რომ საუბრის დროს, 9 წელს დავანებოთ თავი”, – ამ სიტყვებით „ქართული ოცნების” თბილისის საკრებულოს დეპუტატმა ლევან ჯაფარიძემ „ევროპული საქართველოს” წევრ გოკა გაბაშვილს გადაცემა „რეაქციაში” მიმართა.
„თქვენ იწყებთ 9 წელზე საუბარს და რომ გეამაყებათ, გასაგებია! ის 9 წელი „მიშა მაგარიას” ამღერებდით ნახევარ საქართველოს და ვინც არ მღეროდა, ციხეში იჯდა… ბატონ გოკას მინდა ვკითხო – მიშა ისევ მაგარია?!” – მიმართა ჯაფარიძემ გაბაშვილს. რაზეც „ევროპული საქართველოს” წევრმა უპასუხა, რომ მიხეილ სააკაშვილი 9 წელის განმავლობაში ძალიან კარგი პრეზიდენტი იყო.

წყარო:http://reportiori.ge/

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები