ლევან ჯაფარიძე: სააკაშვილი როცა პრეზიდენტი იყო მოგწონდათ, ახლა – აღარ მოგწონთ!

„801 მილიონი იყო ნარმანიას წარდგენილი ბიუჯეტი, ხოლო 861 მილიონია კალაძის წარდგენილი ბიუჯეტი. ჩვენ უნდა შევიძინოთ სასწრაფო მანქანები, ავტობუსები უნდა შევიძინოთ და არ ვიკამათოთ ყვითელი იქნება თუ ლურჯი… აუცილებლად უნდა გავარემონტოთ მეტროს სადგურები”, – ამის შესახებ „ქართული ოცნებიდან” თბილისის საკრებულოს დეპუტატმა ლევან ჯაფარიძემ გადაცემა „რეაქციაში” განაცხადა. ჯაფარიძემ „ევროპული საქართველოს” წევრს მიმართა და დასძინა, რომ გოკა გაბაშვილი სხდომებს არ ესწრება, შესაბამისად, მას არ ექნება სრული ინფორმაცია პროექტებთან დაკავშირებით.
„ბატონი გოკა არის ურბანული კომისიის წევრი, ბოლო ორ სხდომას არ ესწრებოდა. ხრუშოვკებთან დაკავშირებით, თუ კახი კალაძე რამეს გააკეთებს, მადლობას ვიტყვიო, გეგმა კი არა, პროექტი მინდა განახოთ. ურბანულ კომისიაზეა განხილული, სადაც არ იყავით. ციფრების განხილვა არ გინდათ, პროექტი არ გინდათ. სააკაშვილი როცა პრეზიდენტი იყო მოგწონდათ, აღარაა და აღარ მოგწონთ – ეს რა ორმაგი სტანდარტებია?! სხვისი ხელფასებით ნუ ინტერესდებით, როდესაც რაშიც იღებთ ხელფასს, იმ სხდომებს არ ესწრებით!” – განაცხადა ჯაფარიძემ.

წყარო:http://qartuliazri.ge

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები