ლევან ჯაფარიძე გოკა გაბაშვილს: თქვენ რომ იყოთ ხელისუფლებაში, დააწერდით – „თბილისი სისხლიანი ქალაქი“!

„ხვალ საკრებულოში ბიუჯეტის განხილვა გვაქვს. ვარკვევდით რამდენით გაიზარდა ბიუჯეტი, რამდენად მისაღებია ჩვენი მოსაზრებები ოპონენტებისთვის და მოვედით მომზადებულები. რეალურად აღმოჩნდა, რომ თურმე ნაძვის ხის თემაზე მოვედით”, – ამ სიტყვებით „ქართული ოცნებიდან” თბილისის საკრებულოს დეპუტატმა ლევან ჯაფარიძემ გადაცემა „რეაქციის” წამყვანს, ინგა გრიგოლიასა და ოპოზიციის წევრებს მიმართა. ჯაფარიძემ თბილისის მთავარ ნაძვის ხესთან დაკავშირებით ისაუბრა და დასძინა, რომ ის მხოლოდ ცისფერი არაა.
„მთელი თქვენი სიუჟეტი მიდიოდა იმაზე, რომ ოპოზიცია ბოღმით სკდებოდა და ზაალ უდუმაშვილს ფერები არ მოსწონს. ფერების აღქმა ადამიანებს სხვადასხვა აქვთ. ეს განათება ფერებს იცვლის, ხან ვერცხლისფერია, ხან ცისფერია, ხან ყვითელია და ა.შ. თქვენ მხოლოდ ცისფერი ფერი რატომ აირჩიეთ, ნამდვილად ვერ ვხვდები!..” – განაცხადა ჯაფარიძემ.
საკრებულოს დეპუტატმა ოპონენტ გოკა გაბაშვილს მიმართა და შესთავაზა თბილისის სხვა უბნებშიც გავიდეს, რათა ახალი წლის განათება იქაც ნახოს.
„თქვენ ახსენეთ, რომ ჭავჭავაძე და რუსთაველი კარგადაა განათებული – თქვენ ალბათ მარტო მანდ დადიხართ და კარგი იქნებოდა, გლდანშიც გასულიყავით. სამგორიც კარგადაა განათებული. „სიცოცხლით სავსე ქალაქს” რაც შეეხება, ჩვენ ნამდვილად მოწადინებული ვართ, რომ თბილისი იყოს სიცოცხლით სავსე. თქვენ რომ იყოთ ხელისუფლებაში, დააწერდით, რომ ბოღმით სავსე ქალაქი იყოსო, სისხლიანი ქალაქი იყოსო… ამ ფრაზებს ნამდვილად სჯობს, თბილისი იყოს სიცოცხლით სავსე და ხალხი გაღიმებული, ბედნიერი დადიოდეს”, – განაცხადა ჯაფარიძემ.

წყარო:http://reportiori.ge

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები