პარლამენტმა მომავალი წლის სამხედრო ძალების რაოდენობის შესახებ დადგენილება დაამტკიცა

პარლამენტმა 113-ხმით, მომავალი წლის სამხედრო ძალების რაოდენობის შესახებ დადგენილება დაამტკიცა.
2018 წლისათვის საქართველოს სამხედრო ძალების რაოდენობა უცვლელი რჩება და კვლავ არაუმეტეს 37 ათასი სამხედრო მოსამსახურით განისაზღვრება. ამასთან ერთად, აღნიშნული შეზღუდვა საომარი მდგომარეობის დროს, სამხედრო ძალების სარეზერვო სამსახურში გასაწვევი პირების რაოდენობაზე და თავდაცვის სამინისტროში არსებულ დროებით შტატებზე არ გავრცელდება.
აღნიშნულთან დაკავშირებით, ეროვნული უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილება პარლამენტს უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე თეონა აქუბარდიამ გააცნო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები