თურქეთში, საქართველოს მოქალაქე მოკლეს

თურქეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, გარდაცვლილს თავის არეში ბლაგვი საგნით მიყენებული ჭრილობა აღენიშნებოდა. ამ საკითხთან დაკავშირებით “კვირა” საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა.
საგარეო უწყების პრესსამსახურში „კვირას“ მომხდარი ფაქტი დაუდასტურეს.
მათივე ინფორმაციით, გარდაცვლილი მამაკაცი ეთნიკურად აზერბაიჯანელი საქართველოს მოქალაქეა.
სამინისტროში აცხადებენ, რომ თურქეთში საქართველოს კონსული მომხდარის შესახებ ინფორმირებულია.
თურქეთში, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები