მამაკაცი, რომელსაც ვარკეთილში მანქანა დაეჯახა, საავადმყოფოში გარდაიცვალა

ვარკეთილში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული მამაკაცი, საავადმყოფოში გარდაიცვალა.
როგორც „კვირას“ გ. ინგოროყვას სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში განუცხადეს, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, რომ ოპერაციამდე გარდაიცვალა.
ცნობისათვის, დღეს ნაშუადღევს ვარკეთილში „ფორდის“ მარკის ავტომობილი ქვეითად მოსიარულე მამაკაცს შეეჯახა, რის შედეგადაც, მამაკაცმა თავის ტრავმა და სხეულის სხვადასხვა დაზიანება მიიღო.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, სისხლის სამართლის საქმე, რომელიც თავდაპირველად სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს) დაიწყო, 276 -ე მუხლის მე-5 ნაწილით (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) გადაკვალიფიცირდა.
მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები