დეპუტატი ილია წულაია – ორბელიანისა და გუდიაშვილის მოედნები ახალ ტურისტულ ზონებად იქცევა

“არქი ჯგუფის” დამფუძნებელი ილია წულაია თბილისში ორბელიანის და გუდიაშვილის მოედნების რეაბილიტაციას მნიშვნელოვნას უწოდებს და ახალი ტურისტული ზონის შექმნაზე ამახვილებს ყურადღებას.
მისივე თქმით, პროექტის თანახმად, რეაბილიტირებულ მოედნებზე მოეწყობა მთლიანი ტერიტორია, 150 მიწისქვეშა ავტოსადგომით და ეს იქნება ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთი ულამაზესი ადგილი, რომელიც კიდევ უფრო გაზრდის ტურისტებისთვის დედაქალაქის მიმზიდველობას.
“მე არ შემიძლია არ გამოვეხმაურო იმ პროექტს, რომლის პრეზენტაციაც ორი დღის წინ განახორციელა ჩვენი დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ. მართლაც, არაერთი მნიშვნელოვანი დაპირება გაიცა წინასაარჩევნოდ კახა კალაძის მხრიდან. იყო კითხვები, მათ შორის ოპოზიციის მხრიდან, იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად რეალური იყო პროექტი. მოგეხსენებათ, ერთი თვეა კახა კალაძე თბილისის მერი და უკვე ისეთი მასშტაბური პროექტი, როგორიც არის ორბელიანის მოედნის რეაბილიტაცია, მისი პრეზენტაცია განახორციელა. ამ პროექტში, მოგეხსენებათ, და მე მინდა, კიდევ ერთხელ ვუთხრა ჩვენს თანამოქალაქეებს, რომ 52 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება. დარწმუნებული ვარ, ეს არ არის ბოლო პროექტი და არაერთი ასეთი მასშტაბური პროექტის პრეზენტაცია მოხდება და მომავალში განხორციელდება ჩვენი დედაქალაქის მერის მიერ და მე დარწმუნებული ვარ, ის მოლოდინები და ის მანდატი, რაც აქვს მას მინიჭებული, ჩვენი დედაქალაქის მოსახლეობის მიერ, აუცილებლად გამართლდება და ძალიან წარმატებულად განახორციელებს მის საქმიანობას”,- აცხადებს ილია წულაია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები