გიორგი კვირიკაშვილი: ჩემთვის მიუღებელია, როდესაც ჩემი გუნდის წევრს ლანძღავენ და მე მაქებენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გია გაჩეჩილაძის (გრეჩიხა) ბრალდებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მისთვის მიუღებელია, როდესაც მისი გუნდის წევრებს ლანძღავენ და მას აქებენ.
როგორც მან განაცხადა, მას ასეთი ქება არ სჭირდება და გია გაჩეჩილაძემ თავისი სიტყვები უკან წაიღოს.
მისივე თქმით, ტარიელ ხეჩიკაშვილი არის ძალიან ღირსეული ადამიანი და იგი ყოველთვის მიჯნავდა თავის სახელმწიფოებრივ და ბიზნეს საქმიანობას.
“თავისი მინისტრობის პერიოდში ძალიან ბევრი გააკეთა, დაასრულა გაუთავებელი კონფლიქტები სპორტულ ფედერაციებში, ძალიან ბევრი საინტერესო პროგრამა წამოიწყო ახალგაზრდობისთვის. ჩემთვის მიუღებელია, როდესაც ჩემი გუნდის წევრს ლანძღავენ და მე მაქებენ. არ მჭირდება ასეთი ქება, თავისი სიტყვები წაიღოს უკან”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ გიორგი გაჩეჩილაძემ გუშინ ტენდერებში კომპანიების მონაწილეობასთან დაკავშირებულ ხარვეზებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილების ტენდერი კომპანია “სიტროინ ჯორჯიამ” უსაფუძვლო მიზეზების გამო წააგო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები