გიორგი კაკაურიძე: ეს ის ბიუჯეტია, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ჩვენი ეკონომიკური ზრდის დაჩქარება

„ეს ზუსტად ის ბიუჯეტია, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ჩვენი ეკონომიკური ზრდის დაჩქარება”, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ 2018 წლის ბიუჯეტის პროექტზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, მასში გათვალისწინებულია ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელთა მოგვარებაზეც მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული სატრანზიტო თუ ტურისტული პოტენციალი.
როგორც კაკაურიძემ აღნიშნა, 2018 წლის ბიუჯეტის პროექტი ყველა გამოწვევას პასუხობს.
„ეს ბიუჯეტი არის ზუსტად ის ბიუჯეტი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ჩვენი ეკონომიკური ზრდის დაჩქარება. ამ ბიუჯეტის განხილვა მოხდა, როგორც პარლამენტის სხვა კომიტეტებში, ასევე, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში და კიდევ ერთხელ დაფიქსირდა, რომ ეს არის ბიუჯეტი, სადაც გათვალისწინებულია ინფრასტრუქტურული ხარჯების მნიშვნელოვანი ზრდა. სწორედ ინფრასტრუქტურული ხარჯები არის ის, რაც ჩვენს ეკონომიკას მიცემს შესაძლებლობას, მეტად გამოიყენოს, ის სატრანზიტო, თუ ტურისტული პოტენციალი, რაც ქვეყანას აქვს. ეს არის 2017–2021 წლების ფისკალური ჩარჩოს ფარგლებში მომზადებული დოკუმენტი, რომელიც პასუხობს გამოწვევებს, რაც დღეს არის“, – განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები