მწვანეთა პარტია მიესალმება თბილისის მერის კახი კალაძის ინციატივას დედაქალაქში

დეპუტატ გია გაჩეჩილაძის განცხადებით, მწვანეთა პარტია მიესალმება თბილისის მერის კახი კალაძის ინციატივას დედაქალაქში, მწვანე ნარგავების ჭრის საფასურის გაზრდასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ “შესაბამის კანონში ცვლილებების შეტანის შემდეგ, მნიშვნელოვნად შემცირდება თბილისის მწვანე ნარგავებზე ზეწოლა, რაც სხვა დაგეგმილ ღონისძიებებთან ერთად, მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ქალაქის მძიმე ეკოლოგიურ მდგომარეობას. ჩვენის მხრიდან, მზად ვართ მონაწილეობა მივიღოთ როგორც კანონპროექტის მომზადებაში, ასევე მისი პარლამენტში აქტიური მხარდაჭერისთვის”, – განაცხადა დეპუტატმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები