მაია ბითაძე: ხეების მოჭრის საკომპენსაციო თანხების დადგენისას, საერთაშორისო პრაქტიკას გამოვიყენებთ

ხეების მოჭრის საკომპენსაციო თანხების დადგენისას, საერთაშორისო პრაქტიკა იქნება გამოყენებული.
ამის შესახებ ჟურნალისტებს, დედაქალაქის მერის მოადგილე მაია ბითაძემ, თბილისის მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.
ბითაძის თქმით, ეს დამატებით შემაფერხებელი იქნება ხეების მოჭრის მსურველებისთვის.
მისვე განცხადებით, საკომპენსაციო თანხები მწვანე ნარგავების მოსავლელად იქნება მიმართული.
“ჩვენ გვაქვს გამოწვევა, რომ გაცემულია გარკვეული ტიპის ნებართვები და სუბიექტებს აქვთ საკომპენსაციო თანხები გადახდილი. შესაბამისად, მრავალფეროვანია ის მიმართულებები, რომელზეც სამართლებრივ ჭრილში მოგვიწევს მუშაობა. პირველი დავალება, რაც ჩვენ მერისგან მივიღეთ, საკომპენსაციო თანხების გაზრდაა. ვფიქრობთ, ამ მხრივ, გარკვეულ მხარდაჭერას საქართველოს პარლამენტშიც მოვიპოვებთ. თანხები გაიზრდება იმდენად, რომ ეკოღირებულება ამ ხეების მოჭრისა, აღდგეს. საკომპენსაციო თანხები მიმართული იქნება მწვანე ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისკენ. ძალიან მნიშვნელოვანია, ,,საკომპენსაციო თანხების დადგენისას, გამოვიყენოთ საერთაშორისო პრაქტიკა. ეს დამატებით შემაფერხებელი იქნება ხეების მოჭრის მსურველებისთვის. ეს საკომპენსაციო თანხა გამოიყენება ზიანის დაანგარიშებისთვის და ხეების უკანონო ჭრასთან მიმართებით. ჩვენი მთავარი მიმართულება იქნება, რომ მაქსიმალურად იქნას თავიდან აცილებული მწვანე ნარგავების ჭრის შესაძლებლობა. მეორე ღონისძიებად გამოყენებული იქნება გადარგვა, რომლის მეთოდოლოგიას შევიმუშავებთ. მესამე და უკიდურეს შემთხვევაში მოხდება ძალიან დიდი საკომპენსაციო თანხების გადახდა,” – განაცხადა მაია ბითაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები