იტალიაში, წყალდიდობისა და უამინდობის გამო, მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა

ჩრდილოეთ იტალიის რეგიონში ემილია-რომანიაში, უამინდობის გამო, 2000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ძლიერმა წვიმებმა, მდინარეების ადიდება გამოწივია, რასაც წყალდიდობები მოჰყვა.
სამაშველო ოპერაციებში მონაწილეობას, ვერტმფრენები და სადესანტო მანქანები იღებდნენ, რომლებსაც, როგორც მიწაზე, ასევე წყალზე, გადაადგილება შეეძლოთ.
სამოქალაქო თავდაცვის სამსახურის თანამშრომლებმა, ემილია-რომანიის ტერიტორიიდან მოქალაქეები და ცხოველები გადაარჩინეს, მათ აღნიშნეს, რომ სტიქიის შედეგად არც ერთი მოქალაქე არ დაშავებულა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები