პრეზიდენტმა ელგუჯა ხოკრიშვილის გერმანიაში საქართველოს ელჩად დანიშვნას ხელი მოაწერა
საქართველოს პრეზიდენტმა, დღეს ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის თანახმადაც გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად, ელგუჯა ხოკრიშვილი დაინიშნა.
როგორც „კვირას“ პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, გიორგი მარგველაშვილმა ახლად დანიშნული ელჩი პრეზიდენტის სასახლეში მიიღო. შეხვედრისას მხარეებმა საქართველოსა და გერმანიას შორის არსებული პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული ურთიერთობები და თანამშრომლობის პერსპექტივა განიხილეს. საქართველოს პრეზიდენტმა ელგუჯა ხოკრიშვილს შემდგომ საქმიანობაში წარმატება უსურვა.
ელგუჯა ხოკრიშვილი ახალ თანამდებობაზე მუშაობას 2018 წლის 8 იანვრიდან შეუდგება.