საჩხერის რაიონიდან ოკუპანტებმა ექვსი პირი გაიტაცეს

   დღეს დილით საჩხერის რაიონის ერთ-ერთი სოფლიდან რუსმა ოკუპანტებმა ექვსი პირი გაიტაცეს. ფაქტი „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გოჩა რატიანმა დაუდასტურა. დაკავებულები არიან: გოჩა პეტრიაშვილი, ბესო პეტრიაშვილი, თორნიკე პეტრიაშვილი, მერაბ მაჭარაშვილი, ლევან დავაძე და ირაკლი ძაბახიძე.  ამ დროისთვის ისინი ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოატორში არიან გადაყვანილი.
რატიანის ინფორმაციით, დაკავებულები ჯონჯოლის საკრეფად ტყეში იმყოფებოდნენ, რა დროსაც, სავარაუდოდ, ე.წ. საზღვარი გადაკვეთეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო აღნიშნულ საკითხზე უკვე მუშაობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები