მალაიზიაში მდებარე ამერიკის საელჩოსთან საპროტესტო აქცია გაიმართა

ტრამპის გადაწყვეტილებას მალაიზიის მოქალაქეებიც ეწინააღმდეგებიან. მათ კუალა ლუმპურში მდებარე აშშ-ის საელჩოსთან, საპროტესტო აქცია გამართეს.
პროტესტანტებმა, აქციაზე უზარმაზარი პალესტინის დროშა გაშალეს და პალესტინელ ხალხს სოლიდარობა გამოუცხადეს, ასევე აღნიშნეს, რომ ტრამპის გადაწყვეტილებას, იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარების შესახებ, ეწინააღმდეგებიან.
პროტესტის ნიშნად პალესტინელებმა, ბეთლემის ტერიტორიაზე, რომელსაც პალესტინა აკონტროლებს, არსებული საშობაო ნაძვის ხეები ჩააბნელეს, ასევე, დაიკეტა საშობაო მაღაზიებიც.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმი აღიარა, რასაც მსოფლიოს ლიდერი ქვეყნებისა და მუსულმანური სამყაროს პროტესტი მოჰყვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები