„საპარტნიორო ფონდი“ ჩინური ინვესტიციით საქართველოში ქურთუკების წარმოების შექმნას, პროდუქციის ევროკავშირის ბაზარზე გატანას და ადგილობივი მუშახელის ჩინეთში გადამზადებას გეგმავს

„საპარტნიორო ფონდს” ძიანგისის პროვინციის ინდუსტრიული ქალაქ კუნცინის მთავრობისა და ბიზნეს-სექტორის გაერთიანებული დელეგაცია ეწვია. ჩინელი ინვესტორები საქართველოში დუტის ქურთუკების წარმოების შექმნას, ქვეყანაში დამზადებული პროდუქციის ევროკავშირის, ამერიკისა და კანადის ბაზრებზე გატანას და 300-ზე მეტი ადგილობრივი მუშახელის ჩინეთის ტექსტილის საწარმოებში გადამზადებას გეგმავენ.

ჩინეთის ძიანგსის პროვინციის ინდუსტრიული ქალაქის მენეჯმენტი და ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლები „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ნათია თურნავამ მიიღო. შეხვედრას, ფონდის მხრიდან, საინვესტიციო დეპარტამენტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ჩინური მხრიდან კი, შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ: ჩინეთის სახალხო პოლიტიკური საკონსულტაციო კომიტეტის (Chinese People’s Political Consultative Committee ) თავმჯდომარე ქუან ცუენშეუი; ქალაქ კუნცინის სამეცნიერო-ტექნოლოგიური ინდუსტრიისა და ინფორმაციულ-ტექნოლოგიური კომიტეტის (Gongqing City Science and Technology Industry and Information Technology Committee Committee) ხელმძღვანელი ვან შუნხუა; სამკერვალო ინდუსტრიის განვითარების ოფისის (Garment Industry Development Office-ის Office) გენერალური დირექტორი ლიუ ხუეი; ქალაქ გუნცინის ეროვნული მაღალტექნოლოგიური პარკის (Gongqingcheng National Hi-tech Park ) გენერალური დირექტორი ხუან პინი და Garment Export Industrial Park Co., Ltd.-ის ხელმძღვანელი სია ფინძიე.

ჩინური მხარე საქართველოში ტექსტილის სფეროში ინვესტირებას და „საპარტნიორო ფონდთან“ ერთობლივი პროექტის განხორციელებას გეგმავს. ამ მიზნით, „საპარტნიორო ფონდში“ გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა პროექტის დეტალების და სამოქმედო გეგმის შესახებ იმსჯელეს, რომლის მიხედვით, საქართველოში დუტის ქურთუკების ქარხანა უნდა აშენდეს. წინასწარი პროექტით, ცნობილი ბრენდებისთვის საექსპორტო პროდუქცია დამზადდება. საწყის ეტაპზე კი განსაკუთრებული ყურადღება „იაია“(Yaya)-ს ბრენდს დაეთმობა, რომელიც ჩინეთში 1972 წლიდან იწარმოება და ექპორტზე მსოფლიოს ყველა ქვეყანაში გადის. პროექტის ფარგლებში, საქართველოდან ჩინეთში ცნობილ ტექსტილის საწარმოებში 300-ზე მეტი მუშახელი გადამზადდება.

შეხვედრაზე აქცენტი ტექსტილის ინდუსტრიის მზარდ ტენდენციაზე გაკეთდა. აზიური ქვეყნები საერთაშორისო ტექსტილის ინდუსტრიაში მნიშვნელოვან როლს თამაშობენ. ჩინეთს კი, მსოფლიო ბაზრებზე ექსპორტის ყველაზე დიდი წილი აქვს. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს საინვესტიციო პოტენციალსა და ჩინეთთან და ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების გაფორმების შემდეგ, მსოფლიოს გეოპოლიტიკურ რუკაზე ქვეყნის როლის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

ჩინეთის ძიანგსის პროვინციის უმსხვილესი ქურთუკების საწარმო ჩინეთის მოსახლეობის 60%-ს აკმაყოფილებს და მსოფლიოში ცნობილი ბრენდების დაკვეთებს ასრულებს. შეგახსენებთ, რომ საქართველოში ქურთუკების ქარხნის გახსნის შესახებ მოლაპარაკებები ჩინურ მხარესთან რამდენიმე თვეა, მიმდინარეობს. საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის დავით საგანელიძეს შეხვედრები ჩინეთში სამუშაო ვიზიტების დროს, ძიანგსის პროვინციის მთავრობასთან და ჩინეთის უმსხვილეს ქურთუკების მწარმოებელ კომპანიასთან ჰქონდა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, თანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოში საპარტნირო ფონდის მიერ ორგანიზებულ საქართველო- ჩინეთის ბიზნეს სემინარზე გაფორმდა.

ერთობლივი საწარმოს შექმნის პროექტის მნიშვნელობასა და პოტენციალზე „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ და ძიანგსის ვიცე-გუბერნატორმა ფონდის დელეგაციის ჩინეთში ოფიციალური ვიზიტის დროს დაგეგმილ შეხვედრაზე ისაუბრეს. საპარტნიორო ფონდის დელეგაცია პირველად ძიანგსის პროვინციაში 2016 წლის მარტში იმყოფებოდა, მაშინ ქართულმა მხარემ ძიანგსის უმსხვილესი ბიზნესების წარმომადგენლებს საქართველოს ეკონომიკური შესაძლებლობები გააცნო. საპარტნიორო ფონდსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ძიანგსის პრვინციის ქურთუკების ქარხანას შორის ხელშეკრულება გაფორმდა. თანამშრომლობის შესახებ ოფიციალურ დოკუმენტს ხელი სამთავრობო დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში მოეწერა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები