“ხმა დავკარგე, სიცხემ ამიწია, მაგრამ 10 დეკემბრის მარშისთვის პირობას ვდებ, რომ თქვენს გვერდით ვიქნები”

“ხმა დავკარგე, სიცხემ ამიწია, მაგრამ 10 დეკემბრის მარშისთვის პირობას ვდებ, რომ თქვენს გვერდით ვიქნები!”,- ასე მიმართა „ფეისბუქის“ პირად გვერდზე მხარდამჭერებს საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა.

ის გუშინ, გაციების გამო, კარვების ქალაქში არ გამოჩენილა.

„სამშაბათს მომხდარი მოვლენების გამო, ხმა დავკარგე, სიცხემ ამიწია, მაგრამ 10 დეკემბრის მარშისთვის პირობას ვდებ, რომ თქვენს გვერდით ვიქნები! კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადაგიხადოთ ამ საოცარი მხარდაჭერისთვის! 10 დეკემბრამდე! შევჩენკოს პარკში ვიკრიბებით და მაიდანზე მივდივართ!“ – დაწერა მიხეილ სააკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ კიევში, პარლამენტის შენობის წინ აქციის მონაწილეების განცხადებით, სააკაშვილი ავად გახდა. მოგვიანებით კი, ეს მისმა ადვოკატმაც დაადასტურა და აღნიშნა, რომ სააკაშვილი სახურავზე ყოფნისას გაცივდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები