გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციისას დაზიანებული კორპუსის შემოწმება ხვალიდან დაიწყება

თბილისის მერი, კახა კალაძე ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ანტიტერორისტული სპეცოპერაციისას დაზიანებულ კორპუსში იმყოფებოდა.
როგორც მან განაცხადა, საგამოძიებო უწყებებმა დღეს მუშაობა დაასრულეს, რის შემდეგაც, ბინებში უკვე დასუფთავების სამსახური შევიდა და დაზიანებული საცხოვრებლები დაასუფთავა.
მისივე თქმით, ხვალიდან ადგილზე თბილისის მერიის ლაბორატორიის წარმომადგენლები მივლენ და შეამოწმებენ, რამდენად უსაფრთხოა კორპუსში მოქალაქეების შეშვება.
„თუ სერიოზული პრობლემები იქნება და სახლი ავარიულია, შესაბამისად, ჩვენ განვახორციელებთ სამუშაოებს, რათა პრობლემები თავიდან იქნას აცილებული. რაც შეეხება სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, დავიწყებთ ამის განხორციელებას, სრული შემოწმების შემდეგ“,- აღნიშნა კალაძემ.
კალაძემ მადლობა გადაუხადა ისნის გამგებელ კახა ლაბუჩიძეს. მან კორპუსის მცხოვრებლებსაც მიმართა და დაპირდა, რომ მერია მათ პრობლემებს ძალიან მალე მოაგვარებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები