აქციის მონაწილეების ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი ავადაა

კიევში, პარლამენტის შენობის წინ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და სხვადასხვა პოლიტიკური ძალის აქტივისტები აქციას განაგრძობენ. აქციის მონაწილეების განცხადებით, სააკაშვილი ავად გახდა.
როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, კონსტიტუციის მოედანზე პარტია „ბატკივშინას“ მხარდამჭერებიც იმყოფებიან. მათივე თქმით, ეროვნული პოლიციისა და ეროვნული გვარდიის თანამშრომლებმა გააძლიერეს წესრიგის დაცვა, გადაკეტილია პარლამენტში ერთ-ერთი შესასვლელიც.
აღსანიშნავია, რომ გასულმა ღამემ კარვების ქალაქში მშვიდად ჩაიარა და ინციდენტს ადგილი არ ჰქონია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები