ლია გიგაური: 51-ე და პირველი სკოლების დირექტორების გათავისუფლებაზე მსჯელობა გამოძიების შემდეგ დაიწყება

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაურმა ხორავას ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის გამო, 51-ე და პირველი ექსპერიმენტული სკოლის დირექტორების გათავისუფლების საკითხზე კომენტირებისას განაცხადა, რომ დირექტორების გათავისუფლებაზე მსჯელობა გამოძიების დასრულებამდე არ დაიწყება.
მისივე თქმით, გამოძიების შემდეგ გამოიკვეთება თითოეული პირის მონაწილეობა და დაიწყება მსჯელობა, თუ რა ღონისძიებები უნდა გატარდეს.
“ჯერ დირექტორების გათავისუფლებაზე მსჯელობა არ მიმდინარეობს. ველოდებით გამოძიების დასრულებას. გვინდა, დავინახოთ სრული სურათი, გამოიკვეთოს თითოეული პირის მონაწილეობა, მათი ბრალეულობა, მხოლოდ ამის შემდეგ დავიწყებთ მსჯელობას და განხილვას, თუ რა ღონისძიებები უნდა გატარდეს დირექტორების, მანდატურების თუ სხვა პირების მიმართ“, – განაცხადა ლია გიგაურმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები