საქართველოს საკონსულო ხანძრის გამო, კალიფორნიაში მცხოვრები ქართველებისთვის განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საკონსულო ნიუ-იორკში, კალიფორნიის ტყეში გაჩენილი ხანძრის გამო, კალიფორნიაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის საგანგებო განცხადებას ავრცელებს.
”კალიფორნიის შტატში გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა. ადგილობრივი ხელისუფლება გუშინდელი დღიდან აცხადებს საევაკუაციო გეგმებს. კალიფორნიაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ: გთხოვთ, შეასრულოთ ადგილობრივი ხელისუფლების გაფრთხილებები. საჭიროების შემთხვევაში თავშესაფრის შესახებ ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, მიმართოთ Red Cross-ის ცხელ ხაზს – 866-272-2237 ან დაგვიკავშირდით გენერალურ საკონსულოს Facebook გვერდზე ან შემდეგ ტელეფონზე 212-922-1722.
ადგილზე არსებულ მდგომარეობასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ინფორმაცია გთხოვთ, იხილოთ შემდეგ ვებ გვერდზე. http://emergency.lacity.org/skirball-fire” – ნათქვამია განცხადებაში.
კალიფორნიაში ტყის ხანძარმა წყნარი ოკეანის მიმდებარე ტერიტორიებს მიაღწია.
სტიქიის დაწყებიდან დღემდე, უსაფრთხოების მიზნით, 200 ათასზე მეტი მოქალაქის ევაკუაცია განხორციელდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები