ესტონეთის ელჩი აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში: საქართველოს დიდი პერსპექტივა აქვს, პატარა ქვეყანა ხართ, რომელმაც ბევრ რამეს მიაღწია

საქართველოს დიდი პერსპექტივა აქვს, პატარა ქვეყანა ხართ, რომელმაც ბევრ რამეს მიაღწია,-ამის შესახებ განცხადება ესტონეთის ელჩმა აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში ჟან რეინჰოლდმა გააკეთა.
რეინჰოლდის თქმით, ისეთი პატარა ქვეყანა, როგორიც საქართველოა რეფორმების ჩატარება შედარებით ადვილია.

“თქვენთვის ჯობია რომ იმუშაოთ გარკვეულ საკითხებზე და ნელნელა იაროთ. ჩვენ ვთვლით რომ ძალიან კარგი ნიშანი მივიღეთ სამიტიდან, რომელიც ბრიუსელში მიმდინარე წლის 24 ნოემბერს ჩატარდა. ვიცით რა უნდა ვაკეთოთ მომავალში. მაგალითად ბევრი ვისაუბრეთ იმაზე თუ რა პლიუსები აქვს აღმოსავლეთ პარტნიორობას. მაგრამ ჩვენთვის ესტონელებისთვის და ევროკავშირისთვის მნიშვნელობანია, რომ ექვსივე ქვეყანას ცალ-ცალკე დავაკვირდებით.

ჩვენ გვინდოდა რომ ყველა ქვეყანას, ყველა პრეზიდენტს ამ სამიტიდან რაღაც მესიჯი მიეღო, რათა შეეძლოთ აუხსნან უბრალო ადამიანებს რისთვის გვჭირდება ევროკავშირი და ევროინტეგრაცია.

ვფიქრობ, რომ საქართველოს დიდი პერსპექტივა აქვს, იმიტომ რომ თქვენ პატარა ქვეყანა ხართ, რომელმაც ბევრ რამეს მიაღწია. 8 წელია რაც თქვენ ეს პოლიტიკა გაგაჩნიათ და 26 წელია რაც საბჭოთა კავრიშიდან გამოხვედით და შესაძლოა უკვე 25 წლის მერე ესტონელებმა მოგმართონ რჩევისთვის.

მაგალითად თუ შევადარებთ უკრაინასა და საქართვლოს, უკრაინა შედარებით დიდი და მრავალრიცხოვანი ქვეყანაა. ამიტომაც რეფორმების ჩატარება გაცილებით ადვილია პატარა ქვეყანაში. თქვენ ძალიან კარგად შეესაბამებით ევროკავშირს და თქვენი დიპლომატიური ნაბიჯებიც,-განაცხადა რეინჰოლდიმ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები