ჰანეს რუმი: საქართველომ ევროკავშირის ქვეყნებს უნდა დაანახოს რას წარმოადგენს და აუხსნას, რომ იგი ევროპული ქვეყანაა (ვიდეო)

საქართველომ ევროკავშირის ქვეყნებს უნდა დაანახოს რას წარმოადგენს, სად მდებარეობს და უნდა აუხსნან ის, რომ საქართველო ევროპული ქვეყანაა,-ამის შესახებ ესტონეთის საგარეო მინისტრის მრჩეველმა ჰანეს რუმიმ განაცხადა.
რუმი ფიქრობს, რომ საქართველომ პირველ რიგში ქვეყნის ეკონომიკა უნდა გააძლიეროს, ასევე ხელი შეუწყოს ევროპული პოლიტიკის კულტურის განვითარებას, რის შემდეგაც უფრო და უფრო მიუახლოვდება ევროკავშირს.
როგორც ესტონეთის საგარეო მინისტრის მრჩეველმა აღნიშნა, ისეთი ქვეყნები, როგორიც პორტუგალია, ესპანეთი, ირლანდიაა, საქართველოს არ იცნობენ, სწორედ ამიტომ ეუბნებიან ევროკავშირში გაწევრიანებაზე მას უარს.
„ფიქრობ, უკრაინამ და საქართველომ უნდა განავითარონ თავიანთი ეკონომიკა და ქვეყნები ისე როგორც მისაღები იქნება ქართველი და უკრაინელი ხალხისთვის. მათ უნდა იგრძნონ საშუალო ხელფასის ზრდა, ასევე ევროპული პოლიტიკის კულტურის განვითარება, რის შემდეგაც საქართველო უფრო და უფრო მიუახლოვდება ევროკავშირს. სწორედ ამის შემდეგ შეიძლება საუბარი საქართველოს ევროკავშირის წევრობაზე.
ვფიქრობ, პრობლემა ამჟამად იმაშია,რომ საქართველოს განსავითარებელი აქვს თავისი ეკონომიკის დონე და პოლიტიკური კულტურის დონე. თუ ესტონეთი გახდა ევროკავშირის წევრი ამისათვის ჩვენ უნდა შეგვესრულებინა ძალიან კონკრეტული კრიტერიუმები, რომელიც ძალიან დეტალურად მოწმდებოდა ევროსაბჭოს ექსპერტების მიერ თუ როგორ ხდებოდა ჩვენს მიერ ამ კრიტერიუმების შესრულება.
მეორეს მხრივ ვფიქრომ, რომ საქართველომ უნდა იმუშაოს იმ ქვეყნებთან, რომელიც არიან საქართველოს ძველი მეგობრები, როგორიც არის ესტონეთი, ლატვია, პოლონეთი და რომლებიც არიან ევროკავშირის წევრი ქვეყნები. ასევე საქართველომ უნდა იმუშაოს ისეთ ქვეყნებთან რომლებიც გეოგრაფიულად შორს არიან, მაგალითად პორტუგალია, ესპანეთი, ირლანდია. ამ ქვეყნებმა უბრალოდ არ იციან სად არის საქართველო და რას წარმოადგენს ის, საქართველომ ამ ქვეყნებს უნდა დაანახოს რას წარმოადგენს და სად მდებარეობს ის, ასევე უნდა აუხსნან ის, რომ საქართველო ევროპული ქვეყანაა და რატომ ღირს ამ ქვეყანასთან მუშაობა.
ასევე საქართველომ უნდა იშუამდგომლოს ამ ქვეყნებთან და დაანახოს, რომ ეს ქვეყანა კარგად განვითარებულია და იმყოფება ევროპულ დონეზე.
საქართველო ევროკავშირის წევრობამდე ჯერ უნდა წამოდგეს ფეხზე, განავითაროს ეკონომიკა, პოლიტიკური დონე, იმიტომ რომ ამას მე ვამბობ ესტონეთის მაგალითზე, სანამ გახდებოდა ევროკავშირის წევრი საშუალო ხელფასის მაჩვენებელი იყო 45% ახლა კიდევ 75%-მდე გაიზარდა, ამას ესტონეთი აღწევდა 12 წლის განმავლობაში და ვფიქრობ, საქართველომაც იგივე განვითარება უნდა ანახოს, როგორც ეკონომიკურ საკითხებშ ასევე პოლიტიკური დონის ამაღლებით. სწორედ ამის შეემდეგ იქნება დაზუსტებული საქართველო იქნება თუ არა ევროკავშირის წევრი. სამწუხაროდ საქართველოს არ იცნობენ და ამიტომაც არ ეუბნებიან საბოლოო პასუხს,-განაცხადა რუმიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები