პოროშენკო: სააკაშვილის ბანაკი მოსკოვიდან ფინანსდება

უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს განცხადებით, სააკაშვილის პარტიის „ახალგაზრდული ფრთა“ მოსკოვიდან ფინასდება. ამის შესახებ მან არხ „112 უკრაინას“ განუცხადა.
მისივე თქმით, მოსკოვი ძალებს არ ზოგავს, რათა უკრაინაში დესტაბილიზაცია მოხდინოს.
„მახარებს ის, რომ უკრაინელებმა თავიდანვე გაიგეს მოსკოვიდან დაფინანსებული „ახალგაზრდული ფრთის“ შესახებ“, – განმარტა პოროშენკომ.
მისივე თქმით, სამშაბათს სააკაშვილის ბინაში ჩხრეკის მიზნით მივიდნენ სამართალდამცველები. ამის შემდეგ, მათ მისი დაკავება სცადეს „დანაშაულებრივ ორგანიზაციებთან“ ურთიერთობის გამო, მაგრამ პოლიტიკოსებმა არ მისცეს ამის საშუალება სამართალდამცველებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები