რომში საქართველოსა და იტალიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 25 წლისთავი აღინიშნა

რომში საქართველოსა და იტალიის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 25 წლისთავი აღინიშნა. იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით პალაცო ფერაიოლიში გაიმართა კონცერტი, რომელიც ქართველი კომპოზიტორის გია ყანჩელის შემოქმედებას მიეძღვნა. კონცერტში მონაწილება ქართველმა მეცო სოპრანომ ნინო სურგულაძემ და იტალიელმა პიანისტმა ალესანდრო სტელამ მიიღეს.

ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით საქართველოს ელჩმა იტალიის რესპუბლიკაში, კახა სიხარულიძემ მიმართა, რომელმაც საქართველოსა და იტალიას შორის არსებული ურთიერთობები და მეგობრობა მიმოიხილა.

აღსანიშნავია, რომ საქართველო-იტალიის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 25 წლის იუბილის ფარგლებში, იტალიელმა მუსიკოსმა საქართველოს საელჩოსთან თანამშრომლობით, სპეციალურად ჩაწერა და გამოუშვა მუსიკალური დისკი “ყვითელი ფოთლები”, რომელიც გია ყანჩელის სამ კომპოზიციას შეიცავს. საქართველო-იტალიის მეგობრობის აღსანიშნავად მუსიკალური დისკი ღონისძიების სტუმრებს საჩუქრად გადაეცა.

კონცერტის დასრულების შემდგომ გაიმართა მიღება, სადაც სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ დაეგემოვნებინათ ქართული კერძები და ღვინო.

ღონისძიებას იტალიის ხელისუფლების, რომში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, მედიის, მუსიკალური და აკადემიური წრეების და ქართული დიასპორის წარმომადგენლები დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები