მამუკა მდინარაძე ძალოვან უწყებებს ცივი იარაღის რეალიზაციაზე კონტროლის გამკაცრებისკენ მოუწოდებს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მამუკა მდინარაძე ძალოვან უწყებებს დანების რეალიზაციაზე კონტროლის გამკაცრებისკენ მოუწოდებს.
თუ აღსრულებაში პრობლემებია, ჩვენ მოვუწოდებთ შესაბამის უწყებებს, რომ გაამკაცრონ კონტროლი. თუმცა, მხოლოდ ამ საკითხში აღსრულების გამკაცრება ვერ აღმოფხვრის იმ პრობლემებს და ვერ გაუმკლავდება, მაგალითად, იმ ბოლო ტრაგედიას, რომელიც ჩვენ მივიღეთ ამ ქვეყანაში, ამ ქალაქში. ჩვენ აუცილებლად კომპლექსურად, მრავალი პრობლემის აღმოფხვრით, საზოგადოების ჩართულობით და არამხოლოდ ხელისუფლების და სამართალდამცავი უწყებების ჩართულობით, საერთო ჯამში, ერთად უნდა მივხედოთ ამ პრობლემას”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობებით რამდენიმე დღის წინ, საქართველოში სამი არასრულწლოვანი გარდაიცვალა.

1 დეკემბერს თბილისის ცენტრში, ვერაზე ორი არასრულწლოვანი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. 2 დეკემბერს მეორე მოზარდიც გარდაიცვალა.

2 დეკემბერს წყალტუბოს რაიონის სოფელ ოფშკვითში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, დანით, გულმკერდის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენეს 17 წლის ახალგაზრდას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები