სააკაშვილი უკრაინის გენპროკურორის და უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელის გადაყენებას ითხოვს

საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის გენპროკურორის და უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელის გადაყენებას ითხოვს.
ამასთან, მიხეილ სააკაშვილი ამტკიცებს, რომ ბრალდებები სერგეი კურჩენკოსთან მისი კავშირების შესახებ, არის „ფეიკი“.
გენპროკურორის მიერ გავრცელებული ვიდეოს შესახებ დასმულ შეკითხვაზე, სააკაშვილი პასუხობს, რომ ყველა მის მიმართ წაყენებული ბრალდება არის „აბსოლუტური ფეიკი“.
სოციალურ ქსელში კი, სააკაშვილმა აღნიშნა, რომ ჯერ კიდევ ნოემბრის ბოლოს იცოდა სამართალდამცველების გეგმების თაობაზე, რომლებიც მისი ხმის ნიმუშების საშუალებით, აუდიოჩანაწერის ფალსიფიცირებას აპირებდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები