„სააკაშვილი იყო საქართველოს პრობლემა, რომელიც უკრაინის ხელისუფლებამ მცდარი გადაწყვეტილებებით, საკუთარ პრობლემადაც აქცია“

მიხეილ სააკაშვილი იყო საქართველოს პრობლემა, რომელიც უკრაინის ხელისუფლებამ ძალიან მცდარი გადაწყვეტილებებით, უკვე საკუთარ პრობლემად აქცია და საქართველოსთვისაც კიდევ უფრო გაამძაფრა ეს პრობლემა – ასე ეხმაურება პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს.
„რაც დღეს ხდება, პირველ რიგში, ურაინისთვისაა ძალიან დამაზარალებელი. ეს უნდა გაეთვალისწინებინა უკრაინას, თუმცა, მათ არც ჩვენი რჩევები გაითვალისწინეს თავის დროზე და ახლა მივიღეთ ის ვითარება, რაც კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არ არის კარგი უკრაინისთვის, ხოლო რაც უკრაინისთვის არ არის კარგი, ის არც საქართველოსთვისაა კარგი, ზოგადად. “, – აცხადებს უსუფაშვილი.
უსუფაშვილი სააკაშვილის შესაძლო ექსტრადირებაზეც აკეთებს კომენტარს.
„რაც შეეხება სააკაშვილის შესაძლო ექსტრადირებას, ის იყო საქართველოს პრეზიდენტი, შესაბამისად, ის კარგიც და ცუდიც, არის საქართველოს პრობლემა. ამიტომ, როგორც ჩანს, ჩვენს ქვეყანას მოუწევს ამ პრობლემასთან გამკლავება, _ სამართალდამცავ ორგანოებს, მაგრამ სააკაშვილი, როგორც პოლიტიკური ინსტრუმენტი, საკუთარ თავსაც დესტრუქციული მიმართულებით იყენებს. რაც, თავის მხრივ, სხვადასხვა, ერთმანეთთან დაპირისპირებული პოლიტიკური ძალების მხრიდან, მისი გამოყენების ცდუნების საფუძველს იძლევა. მე კი, არ მინდა, რომ საქართველოში პოლიტიკური ცხოვრება ამ დაღით იყოს დასმული კიდევ ბევრი წელი – დაპირისპირება ყოფილ და დღევანდელ ლიდერებს შორის. ჩვენ ამას, ყველამ ერთად უნდა დავაღწიოთ თავი“, -აღნიშნავს უსუფაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები