ოთარ დანელია ენდრიუ მეზერქოთეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ოთარ დანელია ბრიტანული არასამთავრობო ორგანიზაცია „შერიგების რესურსების” წარმომადგენელს, ენდრიუ მეზერქოთეს შეხვდა. შეხვედრაზე, მხარეებმა ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებზე  ისაუბრეს.

კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა აფხაზებთან ურთიერთობის განმტკიცებისა და ნდობის აღდგენისკენაა მიმართული.

შეხვედრის მიზანი იყო არსებული პოლიტიკური სიტუაციის შესახებ მოსაზრებების გაცვლა. მხარეებმა ეკონომიკურ გამოწვევებსა და რეგიონულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც ისაუბრეს.

„კონფლიქტურ რეგიონთან ახლოს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელში, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, თხილის საწარმო გავხსენით. იგი 5-წლიანი იჯარის ხელშეკრულებით (სიმბოლურ თანხად – წელიწადში 1 ლარად) გადაეცა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს „დარჩელის თხილი”, რომელშიც 500-ზე მეტი მეპაიეა გაერთიანებული”,- განაცხადა ოთარ დანელიამ.

შეხვედრაზე აზიური ფაროსანას წინააღმდეგ დაგეგმილ ღონისძიებებზეც ისაუბრეს. როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, მნიშვნელოვანია ფაროსანასთან ბრძოლის პროცესში საზღვრისპირა სოფლებში ერთობლივი ღონისძიებების  განხორციელება.

არასამთავრობო ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, 2018 წლის სამოქმედო თემას მდგრადი განვითარება წარმოადგენს. შესაბამისად, ქართულ-აფხაზური დიალოგისთვის შერჩეული ჯგუფი სწორედ ამ საკითხზე მომუშავე ადამიანებით დაკომპლექტდება.

„შერიგების რესურსები” (Conciliation Resources)  უკვე  წლებია,  აქტიურად მუშაობს ქართულ-აფხაზური კონფლიქტის თემაზე. მათ მიერ განხორციელებული პროექტები  მხარეთა შორის დიალოგის ხელშეწყობასა და ინფორმაციის გაცვლას მოიცავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები