მიხეილ სააკაშვილი აქციებს აანონსებს – “უკრაინის სიძლიერე ხალხის ძალაშია”

ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი რადას შენობასთან მივიდა. მან მხარდამჭერებს მიმართა და ხელისუფლებას მოუწოდა, რომ მოსახლეობას არ შეეხონ და დამნაშავეები არ დაიცვან.
მიხეილ სააკაშვილმა კარვების გაშლაც დააანონსა.
“თქვენ ყველას გაფრთხილებთ, არ გაბედოთ, ხალხს ხელი ახლოთ. ამჯერად, ხალხი არ გაპატიებთ. ვაანონსებ კარვების გაშლასაც. გაათრიეთ ეს მანქანა აქედან და არ გაბედოთ ნარკორეალიზატორების და დამნაშავეების დაცვა. მხოლოდ გამარჯვებული წავალ აქედან, უკრაინელ ხალხთან ერთად. უკრაინელები არასდროს დაუჩოქებენ ნარკორეალიზატორებს”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
ის მხარდამჭერებს მოუწოდებს, მოიყვანონ ნაცნობები, ახლობლები, მეგობრები, რადგან უკრაინის სიძლიერე ხალხის ძალაშია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები